დათა ვანიშვილის ოჯახს დაკრძალვისა და ქელეხისთვის საჭირო პროდუქტი სამოქალაქო აქტივისტებმა ჩაუტანეს და მავთულხლართებიდან გადააწოდეს.
სახლში, სადაც ვანიშვილი მოხუც მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა, ახლა მათი შვილებიც არიან. ერთი მათგანი საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე ცხოვრობს და მას მამის სახლში გადასვლის უფლება მისცეს, ხოლო მეორე ვლდიკავკაზიდან ჩამოვიდა.
ტერიტორიაზე ოკუპანტები მუდმივ რეჟიმში პატრულირებენ, მავთულხლარეთბს გამოღმა კი ქართველი სამართლდამცველები არიან მობილიზებული.
დათა ვანიშვილს ხვალ დაკრძალავენ, დღეს მის სამძიმარზე უკვე ჩავიდა შალვა ნათელაშვილი, ჩასვლას აპირებენ სხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტებიც.