ამ მილოცვებში გულწრფელობა არ არსებობს - ნოვრუზ ბაირამი და ხელისუფლების გადაწყვეტილებით უკმაყოფილო მოქალაქეები

გამოქვეყნდა:

მარნეულში, ეთნიკურად აზერბაიჯანელი საქართველოს მოქალაქეები, ნოვრუზ ბაირამს აღნიშნავენ. მათი განცხადებით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ ღონისძიებას ორგანიზება არ გაუწია, რის გამოც, სრულიად საქათველოს მუსლიმთა უმაღლესმა სასულიერო სამმართველომ თავის თავზე აიღო მარნეულში ნოვრუზ ბაირამის გამართვა.

"ჩვენ წელს განსხვავებული ფორმატით აღვნიშნავთ ნოვრუზ ბაირამს, ყოველ წელს ადგილობრივი ხელისუფლება აორგანიზებდა ახლა ორი წელია ამას აღარ აკეთებენ პანდემიის გამო. ახლა ვიცით რომ ქვეყანაში პოზიტიური მდგომარეობაა, ეპიდსიტუაციის თვალსაზისით. ხელისუფლება ჩვენ არაფრად გვაგდებს, ახალ წელს კომენდანტი ორი დღით გაუქმდა. ნოვრუზ ბაირამის ღამესაც რომ გაუქმებულიყო, მთელმა აზერბაიჯანულმა საზოგადოებამ ხელისუფლებას მიმართა, თუმცა ჩვენი მიმართვა არაფრად ჩააგდეს, ახლა ხელისუფლების წარმომადგენლები მილოცვებით ერთმანეთს ეჯიბრებიან თუმცა, ამ მილოცვებში გულწრფელობა არ არსებობს, ახლა ჩვენ ჩვენი ძალით აღვნიშნავთ დღესასწაულს", - ამბობს სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს თავმჯდომარე მირთაგი ასადოვი.

როგორც მარნეულის მოსახლეობა ამბობს, იმის გამო, რომ მმართველმა გუნდა არ გაითვალისწინა მათი თხოვნა ბაირამის დღესასწაულის გამო ერთი დღით გაეუქმებინა კომენდანტის საათი, დღეს 21:00 საათზე მარნეულის ცენტრში შეიკრიბებიან და პროტესტის ნიშნად დაარღვევენ ამ შეზღუდვას.

ამავე თემაზე:

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი