
საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები 27-ით გაიზარდა და 566-ს შეადგენს. COVID-19-ის 27 ახალი შემთხვევიდან 13 ბოლნისის კლასტერიდან არის.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, ახალი ინფიცირებულებიდან ერთი თეთრიწყაროს კლასტერიდანაა, ორი მარნეულის, ოთხი საკარანტინო სივრციდან, დანარჩენის წყაროს მოძიება კი ახლა ხდება.
მისივე ინფორმაციით, მათთან მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
ვნახოთ, როგორ განვითარდება მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტების დაავადების პირველი და მეორე კვირა. ვამბობთ ჩვენ, რომ, საშუალოდ, 10 დღის განმავლობაში შესაძლებელია, იყოს დაავადების პროგრესირება, არ აქვს მნიშვნელობა, როგორი სიმძიმის დაავადებაა. 11 მოზარდიდან ერთი მოზარდი გამოჯანმრთელდა. იმ ორი გამოჯანმრთელებულიდან ერთი მოზარდია, რომელმაც უკვე დატოვა კლინიკა", - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
საქართველოში, ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ეპიდემიოლოგების თქმით, ქვეყანა უკვე პიკშია და მომდევნო ორი კვირის განმავლობაში ახალი შემთხვევები დიდი ოდენობით გამოვლინდება.