საუნივერსიტეტო კლინიკაში, COVID-19 სავარაუდოდ, რამდენიმე ექიმს დაუდასტურდა

გამოქვეყნდა:

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში საკარანტინო რეჟიმი გამკაცრდა - გავრცელებული ინფორმაციით, მიზეზი რამდენიმე ექიმის კორონავირუსით ინფიცირებაა.

მედპერსონალი, სავარაუდოდ, მისი პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს დაინფიცირდა. კლინიკის ხელმძღვანელმა, ლევან რატიანმა მორიგი ბრიფინგი ისე დატოვა, რომ ამ საკითხებზე არაფერი უთქვამს.

რაც შეეხება პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მყოფი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობას, ლევან რატიანის ინფორმაციით, რეანიმაციულ განყოფილებაში რვა მოქალაქე რჩება. მისივე თქმით, კლინიკაში სულ 99 პაციენტია, მათგან 81 COVID-19-ზე მკურნალობს.

ხუთის მდგომარეობა რჩება მძიმე, იმყოფებიან მართვით სუნთქვაზე, მაგრამ ერთი დადებითი კლინიკა ვლინდება, რომ ჰემოდინამიკის სტაბილიზაციისთვის არც ერთ მათგანს დამატებითი ჩარევა არ სჭირდება. ეს იმას ნიშნავს, რომ შოკის კლინიკა ამ პაციენტებთან მოხსნილია. სხვა განყოფილებებში მყოფი პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია. უარყოფითი დინამიკის გარეშე“, - ამბობს ლევან რატიანი.

საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს გამოვლინდა. ამ დროისთვის ქვეყანაში 566 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.

COVID 19-ის სტატისტიკა საქართველოში

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 566
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული - 184
  • მათ შორის გარდაცვლილი - 6
  • კარანტინის რეჟიმში - 5320
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 548
  • *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები - 3
"მთავარი არხის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი