ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ახალციხეში 27 წლის ექთნის, მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე რეგულირების სააგენტოს შუალედური დასკვნა ამ კვირაში გახდება ცნობილი.
"როგორც კი რეგულირების სააგენტო დადებს შუალედურ დასკვნას, მისი ხელმძღვანელი გააკეთებს ამასთან დაკავშირებით განცხადებას. ამ კვირაში იქნება", - თქვა მან.
ახალციხის კლინიკა "იმედში" ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტომ მოკვლევა უკვე დაასრულა. ისინი სწავლობდნენ რა დახმარება გაეწია კომაში ჩავარდნილ ექთანს.
შეგახსენებთ, რომ 27 წლის მედდა ახალციხის კლინიკა "იმედში" 18 მარტს აცრეს, ის რამდენიმე წუთში კომაში ჩავარდა. პაციენტი 19 მარტს თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა. გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომაც დაიწყო.