საგზაო სამუშაოების შეჩერების რაიმე საფუძველი არ არსებობს - ბენდელიანი ვაშლიჯვარზე

გამოქვეყნდა:

თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, არ არსებობს არანაირი საფუძველი, რომ ვაშლიჯვარი-ნუცუბიძის მონაკვეთზე, სადაც ფერდობზე მეწყერული პროცესებია დაწყებული, გზის მშენებლობა შეჩერდეს.

"მე შემიძლია გითხრათ კიდევ ერთხელ, რომ მოსახლეობასთან გვაქვს აქტიური კომუნიკაცია. რაც შეეხება საგზაო სამუშაოებს, ამის საფუძველი, რაიმე ფორმით, არ არსებობს, რომ აქ სამუშაოები გაჩერდეს. რაც შეეხება დაცულობის საკითხს, არაერთხელ გვითქვამს, რომ უშუალოდ იმ არეალში და მის მიმდებარედ, თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ, თუ რა მიმართულებით შეიძლება ეს მეწყერული პროცესები განვითარდეს - ამ არეალში მოსახლეობა არ ცხოვრობს", - თქვა ირაკლი ბენდელიანმა.

მისი მტკიცებით, ტერიტორია, სადაც საგზაო სამუშაოები უნდა განხორციელებულიყო შესწავლილია, გაკეთებულია დეტალური პროექტები და  სამუშაოები სწორედ ამის შემდეგ დაწყო. 

შეგახსენებთ, რომ გეოლოგებისა და ექსპერტების ნაწილი ითხოვს, რომ მერიამ გზის მშენებლობა დაუყოვნებლივ შეაჩეროს, ასევე, ადგილზე შეწყდეს ყველა ის სამუშაო რაც ვიბრაციებს იწვევს. 

ამავე თემაზე: 

 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი