ვაქცინაცია ჩავარდა, ანტივაქსერული კამპანია გაღრმავდა - ტიკარაძის მორიგი კრახი

გამოქვეყნდა:

27 წლის მედდის გარდაცვალების გამო ეკატერინე ტიკარაძე პასუხისმგებლობას გრძნობს, თუმცა გადადგომას არ აპირებს. ამბობს, რომ მსოფლიოში არც ერთ ჯანდაცვის მინისტრს მსგავსი ტრაგედიის გამო თანამდებობა არ დაუტოვებია.

გარდაცვლილი მეგი ბაქრაძის ოჯახი ყველა იმ პირის დასჯას ითხოვს, ვინც მედდის დაღუპვაზე პასუხისმგებელია. მათ შორის ხელისუფლებაში. ოჯახი ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარებასაც გეგმავს და დარწმუნებულია, რომ ქალი იმ პროტოკოლის მსხვერპლი გახდა, რომელიც რეანიმატოლოგს ადგილზე ყოფნას არ ავალდებულებდა. 

ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები ტიკარაძის პასუხისმგებლობაზე საუბრობენ და მას გადადგომისკენ მოუწოდებენ.

დღეს იმუნიზაციისა და ვაქცინაციის საბჭომ მინისტრთან ერთად მიიღო გადაწყვეტილება ექიმებისთვის შემოტანილი 43 ათასი ვაქცინიდან, საიდანაც გახარჯული მხოლოდ 4 ათასამდეა, 60 წელს გადაცილებული მოქალაქეები აცრას.

უწყებაში დაადასტურეს, რომ ამ გადაწყვეტილების მიზეზი ვერშემდგარი იმუნიზაციაა, თუმცა ვინ ჩაეწერება მსურველთა რიგებში, მაშინ როდესაც, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმაც კი უარი თქვეს ვაქცინაზე, პასუხი ან არ აქვთ, ან ამბობენ, რომ დაგეგმილი კამპანიის იმედზე არიან, რომელიც არ არსებობს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი