გამოკითხულთა 53% კორონავირუსის ვაქცინას არ გაიკეთებდა - NDI

გამოქვეყნდა:

NDI-ის ახალი კვლევის თანახმად, მოსახლეობის 53% კორონავირუსის აცრას არ გაიკეთებდა. ამავე კითხვაზე:

  • 35% ამბობს, რომ აიცრებოდა;
  • 12%-მა არ იცის, გაიკეთებდა თუ არა აცრას. 

კითხვაზე რატომ არ აიცრებოდი გამოკითხული მოსახლეობის - 48% ამბობს, რომ ვაქცინას არ ენდობა, 20% ფიქრობს, რომ ვირუსს ვაქცინის გარეშეც გაუმკლავდება, 10%-ის განცხადებით ჯანმრთელობის მიზეზის გამო ვერ აიცრებოდა. 6% კი აცხადებს, რომ არ აიცრება, რადგან ვაქცინაციას სინამდვილეში სხვა მიზნები აქვს. 

კვლევა 17-24 თებერვლის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,024 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).

გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.4 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი