47% ვაქცინაციაზე ეკლესიისგან მიღებულ ინფორმაციას ენდობა - NDI

გამოქვეყნდა:

NDI-ს კვლევით, გამოკითხულთა 47% ამბობს, რომ კორონავირუსის ვაქცინაზე რელიგიური ლიდერიგსან/ეკლესიისგან მიღებულ ინფორმაციას ენდობა.

კითხვაზე, რამდენად ენდობით კორონავირუსის ვაქცინაზე ინფორმაციას, რომელსაც რელიგიური ლიდერისგან/ეკლესიისგან იღებთ, პასუხები ასე გადანაწილდა:

  • ვენდობი 47%
  • არ ვენდობი 15%
  • არ ვიღებ ინფორმაციას ამ წყაროებიდან 33%
  • არ ვიცი 5%

კვლევა 17-24 თებერვლის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,024 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).

გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.4 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი