ბავშვებს რომ ეუბნებიან - ასანთით არ ითამაშო, ძირს დაგდებული არ ჭამო - სურგულაძე WHO-ს მითითებაზე

გამოქვეყნდა:

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლის განცხადებას, რომელიც ახალციხეში 27 წლის ექთნის გარდაცვალებას გამოეხმაურა, საქართველოში ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები ეხმაურებიან.

მათი თქმით, WHO-ს წარმომადგენლის განცხადება, კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ქვეყანა ვაქცინაციის პროცესს მოუმზადებელი შეხვდა.

იცით როგორი ტიპის განცხადებაა, ბავშვებს რომ ეუბნებიან - ასანთით არ ითამაშო, ძირს დაგდებული საჭმელი არ ჭამო. ძალიან კარგად ვიცოდით ეს, ძალიან კარგად ვიცით და სხვებზე უკეთესად ვიცით, მაგრამ ამას ყველაფერს სჭირდება მუდმივი კონტროლი, მუდმივი მართვა. მიგვითითა კიდევ ერთხელ, რომ ვიყოთ ყურადღებით, გვქონდეს პასუხისმგებლობა და მუდმივად ყველა პირი გადავაკონტროლოთ. ვინაიდან საქმე გვაქვს ერთ-ერთ დიდ გამოწვევასთან, რომელიც ქვეყანას და მსოფლიოს ჰქონია",-თქვა სურგულაძემ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი, სუმია სვამინათანმა საქართველოში "ასტრაზენეკას" ვაქცინის გაკეთების შემდეგ გარდაცვლილი 27 წლის ექთანზე პირველი კომენტარი დღეს, 23 მარტს გააკეთა. მისი თქმით, ეს ძალიან იშვიათი შემთხვევაა და მნიშვნელოვანია ვაქცინაცია ისეთ დაწესებულებებში მიმდინარეობდეს, სადაც მედიკოსები და საჭირო აღჭურვილობა და მედიკამენტები იქნება.

27 წლის მედდა ახალციხის კლინიკა "იმედში" 18 მარტს აცრეს, ის რამდენიმე წუთში კომაში ჩავარდა. პაციენტი 19 მარტს თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა. გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომაც დაიწყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი