დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, თუ ქვეყანა ამ რანგის ეპიდსიტუაციით გაივლის მომავალ თვესაც, სავარაუდოდ, მესამე ტალღას ავცდებით. მისი თქმით, ამისთვის რეკომენდაციების დაცვა, პირბადის ტარების მაჩვენებლის გაზრდა და შეკრებებისგან თავის არიდებაა საჭირო.
"თუ ჩვენ დაახლოებით ამ რანგის ეპიდსიტუაციით გავივლით მარტს და აპრილს, მაშინ დიდი ალბათობით ავცდებით მესამე ტალღას. თუ ჩვენ გვექნა ახლა ტენდენცია ზრდისა, გაუარესებისა ეპიდსიტუაციის, მაშინ მოგვიწევს გარკევული გამკაცრებები", - თქვა ამირან გამყრელიძემ.
მისი განცხადებით, პირველ რიგში დაწესებული რეგულაციების აღსრულებაზე კონტროლი უნდა გამკაცრდეს.