დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, ბოლო დღეებში საქართველოშ ეპიდსიტუაციის გაუარესების ტენდენცია შეინიშნება და დადებითობის მაჩვენებელი იზრდება
ბოლო დღეებში გარკვეული ტენდენციაა ეპიდსიტუაციის გაუარესებისკენ. მე არ ვიტყვი, რომ ნახტომისებური ზრდა გვაქვს, მაგრამ დღეს 21 000 ტესტზე არის 528 შემთხვევა, რამაც დადებითობის მაჩვენებელი აიყვანა 2,53%-ზე. თუმცა 7 და 14-დღიან დადებითობის მაჩვენებელში ჯერჯერობით გვაქვს სტაბილურობა", ამბობს გამყრელიძე
დღეს, 23 მარტს საქართველოში კორონავირუსის 528 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში, ქვეყანაში ვირუსისგან 299 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 4 კი გარდაიცვალა.