სტამბოლში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები - თავდასხმა, რომელსაც საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლა გუშინ დღის სამ საათზე მოხდა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 4 თავდამსხმელი სტამბოლში, ერთ-ერთ ბინაში შეიჭრა, სადაც საქართველოს მოქალაქე მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა.
თავდამსხმელებმა ცოლ-ქმარს დანით ჭრილობები ყელის არეში მიაყენეს. ქალი ადგილზე გარდაიცვალა დაჭრილი მამაკაცი კი ამ დრომდე მძიმე მდგომარეობაში კლინიკაშია.
როგორც მოკლულის მეგობრები "მთავართან" ამბობენ, თავდასხმის სავარაუდო მოტივი ყაჩაღობაა. ისინი არ გამორიცხავენ, რომ თავდამსხმელებმა იცოდნენ, რომ ოჯახი გარკვეულ თანხას ბინაში ინახავდა
თურქეთში მცხოვრები ქართველები იმ დანაშაულებრივ სქემაზე საუბრობენ, რომლითაც დამნაშავეები მოქმედებენ, ამ სქემის მიხედვით, ბინაში ისინი ჯერ გაზს უშვებენ და იქ მცხოვრებლებს აძინებენ.
ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული. ამ დროისათვის უცნობია, როდის ჩამოასვენებენ მას საქართველოში.