თბილისის გამოძიებას არ ჰქონდა ზუსტი ინფორმაცია - მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატი

გამოქვეყნდა:

გარდაცვლილი ექთანი, მეგი ბაქრაძე დღეს დაკრძალეს.

ოჯახის უფლებადამცველი კი ახალციხის პოლიციის სამმართველოში საქმის მასალების გასაცნობად მივიდა. ის აპირებს გაეცნოს, როგორ მიმდინარეობს და რა ეტაპზეა საგამოძიებო მოქმედებები.

"თბილისის გამოძიებას არ ჰქონდა ზუსტი ინფორმაცია, რა საგამოძიებო მოქმედებებია ჩატარებული. მე მაქსიმალურად ვცდილობ, რომ ყველანაირი ინფორმაცია მივაწოდო, რაც ხელთ ჩამივარდება. ასევე მოლოდინი მაქვს გამოძიებისგან, რომ სულ ელემენტარული ერთმანეთთან იქონიონ კომუნიკაცია, ახალციხის და თბილისის გამოძიებამ" ამბობს ოჯახის ადვოკატი, ვახო ბარამაშვილი, რომელიც მოგვიანებით კლინიკა "იმედშიც" გეგმავს მისვლას საჭირო დოკუმენტაციის სანახავად.

27 წლის მედდა ახალციხის კლინიკა "იმედში" 18 მარტს აცრეს, ის რამდენიმე წუთში კომაში ჩავარდა. პაციენტი 19 მარტს თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა. გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომაც დაიწყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი