"ბოლტ ფუდის" კურიერები გაიფიცნენ. ისინი სპორტის სასახლესთან შეიკრიბნენ და სამსახურიდან კურიერების გათავისუფლება გააპროტესტეს.
კურიერები გათავისუფლებულების უკან დაბრუნებას ითხოვენ და მოთხოვნის შეუსრულებლობამდე პროტესტის გაგრძელებას აპირებენ. გარდა ამისა, ისინი აპროტესტებენ ტარიფის 20%-ის შემცირებას. ხვალ კი 13:00 საათზე მასშტაბურ გაფიცვას გეგმავენ.