სტამბოლში მოკლული ქართველი ემიგრანტი-სქემა, რომლითაც დანაშაულებრივი დაჯგუფებები მოქმედებენ

გამოქვეყნდა:

სტამბოლში მოკლული 26 წლის გოგოს საკუთარ სახლში გადმოსვენებაში ოჯახი დახმარებას სახელმწიფოს სთხოვს, თუმც საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ამბის გავრცელებიდან მეორე დღეს ოჯახს არც ერთი ოფიაციალური სტრუქტურა არ შეხმიანებია.  

ოჯახმა ამ ეტაპზე მხოლოდ ის იცის რომ 26 წლის გოგოს დაუდგენელმა პირებმა ყელი მისსავე საცხოვრებელ სახლში გამოჭრეს. რატომ ვერ ხვდებიან. 

ნათესავები ამბობენ რომ თეონა თუაშვილი თურქეთში ოთხი წლის წინ წავიდა. სტამბულში ერთერთ ფაბრიკაში მუშაობდა და ფულს მისი მცირეწლოვანი შვილისთვის ბინის საყიდლად აგროვებდა. 

ერთერთი ვერსიით 26 წლის გოგო სწორედ ფულის გამო მოკლეს.

თეონა თუაშვილის მეგობრები არ გამორიცხავენ რომ თავდამსხმელებმა გოგონა თავიდან მხოლოდ იმიტომ მოიშორეს რომ ერთერთი მათგანი ამოიცნო.

თურქეთში მცხოვრები ქართველები ყვებიან რომ ბოლო პერიოდში სტაბმულში ბევრი ქართველი გაქურდეს და ადგილზე მოქმედებს დანაშაულებრივი ჯგუფი რომლებსაც ბინაში შესვლის საკუთარი სქემა აქვს. 

თურქული მედიის ცნობით, საქართველოს მოქალაქეს და მის მეუღლეს თავს 4 ადამიანი დაესხა და ორივეს ყელი გამოჭრა. საქართველოს მოქალაქე ადგილზე გარდაიცვალა მისი მეუღლე კი ამ დრომდე საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაშია.

პოლიციამ შემთხვევის ადგილზე იპოვა დანა, თუმცა ჯერ უცნობია მოხდა თუ არა თავდამსხმელების იდენტიფიცირება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი