ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 450 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 254 ადამიანი გამოჯანრთელდა, ხოლო 8 გარდაიცვალა.
Stopcov.ge-ს მონაცემებით:
ინფიცირების 450 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 237 შემთხვევა, აჭარა - 29, იმერეთი - 51, ქვემო ქართლი - 48, შიდა ქართლი - 22, გურია - 11, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 34, კახეთი - 11, მცხეთა-მთიანეთი - 1, სამცხე-ჯავახეთი - 0, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 6.
კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს გამოვლინდა.
ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 124 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა 100 მილიონზე მეტი ადამიანი და გარდაიცვალა 2,7 მილიონზე მეტი.