საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლადო კახაძემ, რესპუბლიკურ საავადმყოფოში Astrazeneca-ს ვაქცინა საჯაროდ გაიკეთა.
"აცრა ესაა ერთადერთი გზა ამ სივერაგიდან გამოსვლის. საერთოდ არ მიგრძვნია გაკეთება. ადგილობრივი რეაქცია არ ყოფილა, არც არანაირი შეგრძნება არ მაქვს, განწყობა კარგი მაქვს", - თქვა კახაძემ ვაქცინის გაკეთების შემდეგ.
ცნობისთვის, გუშინ, საჩხერის სამედიცინო ცენტრში, ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე AstraZeneca-ს ვაქცინით აიცრა.