გამოძიება არ მიმდინარეობს ეფექტურად - ადვოკატები

გამოქვეყნდა:

გამოძიება არ მიმდინარეობს ეფექტურად და სრულყოფილად - ასეთია გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატების პოზიცია.

მათი თქმით, არასაკმარისი და საეჭვოა ის საგამოძიებო მოქმედებები, რომლებიც აქამდე ჩატარდა.​ როგორც დღეს უფლებადამცველებმა გამართულ ბრიფინგზე თქვეს, საქმეში არ არსებობს სამედიცინო ისტორია და არც სამეთვალყურეო კამერებს ჩანაწერები დევს არც ახალციხის კლინიკიდან და არც თბილისიდან.

27 წლის მედდა ახალციხის კლინიკა "იმედში" 18 მარტს აცრეს, ის რამდენიმე წუთში კომაში ჩავარდა. პაციენტი 19 მარტს თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა. გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომაც დაიწყო.

"მთავარი არხის" საგანგებო ეთერი | ერთობის ჯაჭვი საქართველოსთვის
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი