თუ ვაქცინის დოზების ათვისება ეფექტურად არ მოხდა, "კოვაქსიდან" ვაქცინების მომდევნო დოზების მოწოდება კითხვის ნიშნის ქვეშ იქნება - ამბობს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია.
"ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ დოზებს, რომელსაც "კოვაქსიდან" მივიღებთ იყოს სრულად და ეფექტურად ათვისებული. მოთხოვნა გლობალურად ძალიან მაღალია, თუ არ ვუჩვენებთ კარგ შესრულებას ამ პირველ ეტაპზე, კითხვის ნიშნები დაისმება მომდევნო მოწოდებაზე", - აცხადებს გაბუნია.