ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით Pfizer-ის ვაქცინა საქართველოში ხვალ, 25 მარტს შემოვა.

ვაქცინის 29 250 დოზის ტრანსპორტირება, პირველ ეტაპზე, დაავადებათა კონტროლის ცენტრში მოხდება.

Pfizer-ით ვაქცინაცია თბილისში- 4 კლინიკაში, აჭარაში-ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში და ქუთაისის 2 კლინიკაში მოხდება. მედპერსონალთან ერთად ვაქცინით ყველა ის პირი აიცრება, რომელზეც უფლება იმუნიზაციის ექსპერტთა და ვაქცინაციის საკოორდინაციო საბჭომ გასცა.

მანამდე ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ Pfizer-ის ვაქცინა საქართველოში, დღეს, 24 მარტს შემოვიდოდა.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი