მარნეულში COVID-19 სამედიცინო ცენტრის მენეჯერს დაუდასტურდა

გამოქვეყნდა:

მარნეულში COVID-19 ორ მოქალაქეს დაუდასტურდა. ერთ-ერთი ინფიცირებული სამედიცინო ცენტრის მენეჯერია.

მარნეულის მერმა, ზაურ დარგალმა, რადიო „მარნეულთან“ დაადასტურა, რომ მენეჯერს ვირუსი დაუდგინდა. ცნობილია, რომ მენეჯერს ექიმებთან თითქმის ყოველდღიური კომუნიკაცია ჰქონდა.

მეორე პაციენტი თეთრიწყაროს კლასტერიდანაა. ის ვირუსის დადასტურების შემდეგ „ჯეო ჰოსპიტალსიდან“ თბილისში გადაიყვანეს.

მარნეულის სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელი ტატა შენგელაია ამბობს, რომ პაციენტს ტემპერატურა აღენიშნებოდა.

დადასტურებული გვაქვს მხოლოდ ერთი, 83 წლის ქალბატონი, თეთრიწყაროს კლასტერიდან არის, უკვე გადაყვანილია ინფექციურ საავადმყოფოში. ორი პაციენტის კვლევა ჯერ დასრულებული არ არის, - ამბობს ტატა შენგელაია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი