სადამსჯელო ღონისძიება მოქალაქეების წინააღმდეგ პირბადის გამოუყენებლობის გამო

გამოქვეყნდა:

კადრები შსს-მ ოფიციალურ გვერდზე თავად გაავრცელა. მოქალაქე, რომელიც პოლიციამ პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის გააჩერა, ირაკლი არეშიძეა.

​პოლიციელების მიერ, სამხრე კამერით გადაღებული ვიდეო დაკავების პროცესში წყდება. ირაკლი არეშიძე კი ყვება, რომ პოლიციელებმა ნებაყოფლობით გაყოლის მიუხედავად აგრესია გამოხატეს და ძალით ჩასვეს საპატრულო პოლიციის მანქანაში.

ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ არეშიძეს ოდნავ ჩამოწეული ჰქონდა პირბადე და მალევე გაისწორა, თუმცა პოლიციას ეს აღარ აინტერესებდა. განყოფილებაში გადაყვანის შემდეგ კი დამცინავ პასუხებს სცემდნენ სამართალდამცავები მაშინ, როდესაც ადმინისტრაციული წესით დაკავებული უსვამდა კითხვებს, დახურულ სივრცეში თავად რატომ არ ჰქონდა პირბადის ტარების წესები დაცული.

ირაკლი არეშიძეს დროებითი მოთავსების იზოლატორში 1 ღამით გატარება მოუწია. მეორე დღეს სასამართლო გაიმართა, თუმცა დაცვის მხარეს მტკიცებულებების წარდგენა დაევალა. პროცესი 13 აპრილისთვის გადაიდო.  

პირბადის წესების დარღვევის ან თუნდაც არტარების გამო, მოქალაქეების დაკავება არაპროპორციულად პირველი შემთხვევა არ არის. სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელიც პეკინზეა გადაღებული.

წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციელის მხრიდან კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობა არის, მუხლი, რომელსაც პოლიცია ყველაზე ხშირად იყენებს, პირბადის არასწორი ტარების გამო ან თუნდაც აქციებზე, როდესაც მოქალაქეები მათთვის არასასურველ პირებსა თუ თემებს აპროტესტებს.

კანონის თანახმად, პირბადეს მოქალაქეები უნდა ატარებდნენ, თუმცა ნიღბის არტარება კრიმინალი არ არის, შესაბამისად გაურკვეველია, რატომ უნდა უწევდეს სამართალდამცავებს ამ წესის დარღვევის გამო მოქალაქეების ამ ფორმით დაკავება.

პროტესტი თბილისის ქუჩებში | "მთავარის" სპეცეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი