პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელი, მის საავადმყოფოში ექიმების კორონავრუსით ინფიცირების შემთხვევას არც უარყოფს და არც ადასტურებს. ლევან რატიანი "მთავარ არხთან" საუბრისას ამობს, რომ მისი როგორც ექიმის ვალდებულებაა, პაციენტის ისტორია არ გაასაჯაროვოს და მისი იდენტიფიცირება არ მოახდინოს.
მე ვარ მკურნალი ექიმი, აქედან გამომდინარე არსებობს კანონი, ეთიკა, რომელიც ექიმისა და პაციენტის უფლებას ითვალისწინებს. მე არა მაქვს უფლება პაციენტის იდენტიფიცირება განვახორციელო. მე ვერაფერს ვერ დავადასტურებ, ვერც უარვყოფ და ძალიან გთხოვთ ეთიკა იქონიეთ. ეს მისი მოვალეობაა ილაპარაკოს მასზე, მაგრამ ჩემი მოვალეობაა როგორც ექიმი, შევინახო პაციენტის ისტორია, აღსარების მსგავსად, - აცხადებს ლევან რატიანი.
"მთავარმა არხმა " კი ინფიცირებულ ექიმთან ექსკლუზიური კომენტარი ჩაწერა. ექიმი ადასტურებს, რომ ინფექცია დაუდასტურა. ის გინეკოლოგიურ განყოფილებაში მუშაობს და ამბობს, რომ COVID 19-ით მისი შვილიც ინფიცირებულია.
შეგახსენებთ, რომ "მთავარი არხის" ინფორმაციით, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსი ორ ექიმს, შვიდ ექთანსა და ერთ სანიტარს დაუდასტურდა. არსებული ინფორმაციით, ინფიცირებულები არიან მათი ოჯახის წევრებიც.