ვაშლიჯვრის მოსახლეობა, კვირას, 28 მარტს, თოფურიძის ქუჩასთან, ნანტის პარკში (ახალ სკვერში), აქციას "გადავარჩინოთ ვაშლიჯვარი" გამართავს. მოსახლეობის განცხადებით, ისინი აქციაზე თბილისის მერიას და გარემოს დაცვის სამინისტრო მეწყრული პროცესების მართვის გამჭვირვალობისკენ და მოსახლეობის ჩართულობისკენ მოუწოდებენ.
მოსახლეობის მოთხოვნებია:
- გამოცხადდეს მორატორიუმი ვაშლიჯვარში ყველა ტიპის მშენებლობაზე, საშიშროების გათვალისწინებით, მათ შორის, გაჩერდეს განხილვის პროცესში არსებულ სამშენებლო მოთხოვნებზე დასკვნების გაცემა.
- დაუყოვნებლივ შეიქმნას დამოუკიდებელ ქართველ და საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფი რომელიც გამოიკვლევს ლისის ქედს სრულად და მის რისკებს და რომელთა ვინაობაც გასაჯაროვდება. სამუშაო ჯგუფში ჩართულნი იყვნენ ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლები და გაიმართოს საჯარო განხილვები.
- მერიამ ლისის დაზიანებულ ფერდზე დაამონტაჟოს სამონიტორინგო სისტემა, რომელიც 24-საათიან რეჟიმში დააკვირდება ფერდს და საჯარო წესით საზოგადოებას მუდმივად მიაწოდოს ამის შესახებ ინფორმაცია.
- შეწყდეს მაჭავარიანის ქუჩიდან მიმავალი ესტაკადის მშენებლობა და არ გაიხსნას მაჭავარიანის ქუჩა იქამდე, ვიდრე არ ვნახავთ ექსპერტიზის პასუხებს და დასკვნებს, რომლებიც მათ უსაფრთხოებას დაადასტურებს.
- შესწავლილი იყოს და გასაჯაროვდეს მთლიანად ვაშლიჯვრის უბნის გეოლოგიური ანალიზი.
ვაშლიჯვრის მოსახლეობამ იგივე მოთხვნებით პეტიციაც შექმნა.
ცნობისთვის, თბილისში განვითარებული მეწყრული პროცესების შესასწავლად ადგილზე გერმანელი სპეციალისტები ჩამოვიდნენ. ქართველი გეოლოგების პირველადი დასკვნით, მეწყერი დაძრულია და დღეში დაახლოებით 5 სმ-ით გადაადგილდება.
ამავე თემაზე: