საქართველოში კორონავირუსით მეშვიდე ადამიანი გარდაიცვალა

გამოქვეყნდა:

საქართველოში კორონავირუსით მეშვიდე ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაცია StopCov.ge-ზე რამდენიმე წუთის წინ განახლდა.

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის, ლალი ტურძელაძის ინფორმაცшით,  გარდაცვლილი პაციენტი 83 წლის კაცია.

ეს ადამიანი ჩვენს კლინიკაში აპრილის დასაწყისში, თბილისის ზღვის ჰოსპიტლიდან გადმოიყვანეს. უმძიმესი მდგომარეობაში იყო. დღემდე აპარატულ სუნთქვაზე იყო, ჰქონდა შაქრიანი დიაბეტი, ორივე თირკმლისა და გულის უკმარისობა, გადატანილი ჰქონდა ინფარქტი. ქვედა კიდურები მოკვეთილი ჰქონდა, - ამბობს ტურძელაძე.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული 566 შემთხვევაა. მათ შორის გამოჯანმრთელებული 207, ხოლო გარდაცვლილი შვიდი ადამიანია. დღეისათვის, კარანტინის რეჟიმში  5320, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 548 მოქალაქე იმყოფება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი