ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 399 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 356 ადამიანი გამოჯანრთელდა, ხოლო 10 გარდაიცვალა.
Stopcov.ge-ს მონაცემებით:
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 399 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 230 შემთხვევა, აჭარა - 22, იმერეთი - 48, ქვემო ქართლი - 23, შიდა ქართლი - 17, გურია - 9, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 20, კახეთი - 14, მცხეთა-მთიანეთი - 4, სამცხე-ჯავახეთი - 3, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 9.
კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს გამოვლინდა.
ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 125 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა 101 მილიონზე მეტი ადამიანი და გარდაიცვალა 2,7 მილიონზე მეტი.