დღეიდან ვაქცინაცია 65 წელს ზემოთ პირებისთვისაც შეიძლება - აცრას მოქალაქეები Pfizer-ითაც შეძლებენ

გამოქვეყნდა:

დღეიდან, 25 მარტიდან მოქალაქეებს AstraZeneca-ს ვაქცინასთან ერთად Pfizer-ის ვაქცინის გაკეთების შესაძლებლობა ექნებათ.

საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 25 მარტიდან მედპერონალთან ერთად ვაქცინაცია ხელმისაჭვდომია 65 წელს ზემოთ პირებისთვისაც. მათ ექნებათ არჩევანის გაკეთების საშუალება AstraZeneca-სა და Pfizer-ის ვაქცინებს შორის.

Pfizer-ის ვაქცინის 29 250 დოზა საქართველოში დღეს შემოვიდა. მანამდე კი 13 მარტს, ქვეყანამ AstraZeneca-ს ვაქცინის  43 200 დოზა მიიღო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი