
რუსუდან კერვალიშვილი 31 მარტს სასჯელაღსრულების დაწესებულებას დატოვებს, სწორედ ამ დღეს ეწურება მას 4-წლიანი სასჯელის ვადა სრულად.
„ცენტრ პოინტის“ დამფუძნებლები რუსუდან კერვალიშვილი და მაია რჩეულიშვილი თაღლითობისა და მენაშენეთა კუთვნილი თანხების მითვისებაში სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 4-4 წლით პატიმრობა მიუსაჯა.
საქმე ეხება რამდენიმე ობიექტს, მათ შორის სააკაძის მოედანის, კრწანისის და წყნეთის ობიექტებს. მაია რჩეულიშვილს სხვა ეპიზოდზე 7 წელი აქვს მისჯილი.