"ოცნების" ორმაგი სტანდარეტები - მკოიანი-პეტროსიანის შეიარაღებული დაპირისპირება

გამოქვეყნდა:

დეპუტატებს შორის მომხდარი შეიარაღებული დაპირისპირება ახალციხეში - ახალი ვიდეოჩანაწერი, რომელმაც შესაძლოა, საქმის მიმდინარეობა რადიკალურად შეცვალოს. კადრებში კარად ჩანს რომ "ქართული ოცნების" დეპუტატი ენზელ მკოიანი ინციდენტისას შეიარაღებული იყო და მოწინააღმდეგის მისამართით, სავარაუდოდ, გაისროლა კიდეც. კადრები საქმეში მტკიცებულებად დევს, თუმცა მკოიანის პასუხისმგებლობა ამ დრომდე არ დამდგარა.

სამველ პეტროსიანის ადვოკატის თქმით, ეს მიდგომა "ოცნების" ხელისუფლების ორმაგ სტანადარტზე მიუთითებს. მისივე თქმით, ახალქალაქში მომხდარი დაპირისპირების ინიციატორი სწორედ მკოიანის მხარე იყო და პირველი გასროლაც "ოცნების" დეპუტატის მხრიდან განხორციელდა. ადვოკატი ამბობს, რომ სამველ პეტროსიანი მხოლოდ მას შემდეგ გახდა იძულებული საპასუხოდ ესროლა, რაც მისი შვილის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრა.

დავით ძნელაძე ამბობს, რომ ფაქტს პოლიციის თანამშრომლებიც შეესწრნენ და მათ დანაშაულში მონაწილე პირის დაკავება შეეძლოთ, რაც არ მოხდა. ამან კი ხელი მტკიცებულებების განადგურებასა და მოწმეებზე ზემოქმედებას შეუწყო.

პეტროსიანის ადვოკატი, ენზელ მკოიანთან შედარებით არათანაბარ მდგომარეობაზე საუბრობს და ამბობს, რომ სასამართლოზე არაერთ მტკიცებულებას წარმოადგენს, რომ პეტროსიანი თავს იცავდა.

გარდა ამისა, ძნელაძის ინფორმაციით, უმისამართო სროლისას საფრთხე შეექმნა ადგილზე მყოფი პოლიციელების სიცოცხლესაც, რაც ცალკე სისხლის სამართლის დანაშაულია. ძნელაძის განცხადებით, ობიექტური გამოძიების პირობებში, ახალქალაქში მომხდარ დაპირისპირებაზე არაერთი მუხლით უნდა დაწყებულიყო გამოძიება.

შეიარაღებული დაპირისპირება ენზელ მკოიანსა და სამველ პეტროსიანს შორის ახალქალაქში 26 მარტს მოხდა. დაკავებულია "პატრიოტთა ალიანსის" დეპუტატი სამველ პეტროსიანი,რომელსაც წინასწარი პატიმრობა აქვს მისჯილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი