
კახეთმა "მწვანე ზონის" სტატუსი დაკარგა - პირველი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა დღეს დილით დადასტურდა. COVID 19 ყვარლის სასწრაფო დახმარების ექიმს აღმოაჩნდა.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, მედიკოსებს ანალიზი 30 აპრილს ჩაუტარდათ. დღეს კი ცნობილი გახდა, რომ ექიმი ვირუსის მატარებელია.
არსებული ინფორმაციით, ექიმი 60-მდე გამოძახებაზე იმყოფებოდა, ყვარლის საავადმყოფოში კი პაციენტებს იღებდა.
დილის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის 582 შემთხვევაა დაფიქსირებული.
კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა.