საგამოძიებო უწყება კონტაქტზე აღარ გამოდის - მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატი

გამოქვეყნდა:

გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატების განცხადებით, მათ საქმის პროკურორი არ შეხვდა. უფლებათადამცველები ამბობენ, რომ საგამოძიებო უწყება მათთან რამდენიმე დღეა აღარ თანამშრომლობს.

მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატები საქმეში არსებული მასალების  სრულად გადაცემას ითხოვენ. მათი მტკიცებით, არსებობს 4 მოწმე, ვინც დეტალურ ინფორმაციას ფლობს როგორი იყო მეგი ბაქრაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ვაქცინაციამდე. თუმცა ადვოკატები მათ ვინაობას არ ასახელებენ, რადგან შოთაძის უწყებას არ ენდობიან. 

"ბოლო 2-3 დღის განმავლობაში საგამოძიებო უწყება კონტაქტზე აღარ გამოდის. ჩანიშნული გვქონდა პროკურორთან შეხვედრა და ეს შეხვედრაც გარკვეული მიზეზებით გადაიდო. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებული 4 მოწმე არსებობს, რომელიც ფლობს კონკრეტულ ინფორმაციებს მეგი ბაქრაძის შესახებ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ვაქცინაციამდე. ჩვენ მათ მაინდენტიფიცირებელ მონაცემებს ვერ დავასახელებთ იმის გამო, რომ არ ვენდობით გამოძიებას", - ამბობს, მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატი ნინო ამაღლობელი.   

27 წლის მედდა ახალციხის კლინიკა "იმედში" 18 მარტს აცრეს, ის რამდენიმე წუთში კომაში ჩავარდა. პაციენტი 19 მარტს თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა. გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომაც დაიწყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი