თბილისსა და ზუგდიდში, კომენდანტის საათის დროს მაღაზიები გატეხეს

გამოქვეყნდა:

თბილისსა და ზუგდიდში, კომენდანტის საათის დროს მაღაზიები გატეხეს. თბილისში, სუპერმარკეტ „მაგნიტში“ ქურდობის მიზნით გვიან ღამით შევიდნენ. თანამშრომლებმა კი მაღაზიის გატეხვის შესახებ დღეს დილით გაიგეს.

მაღაზიაში დასაქმებულების ინფორმაციით, მძარცველებმა, სავარაუდოდ, სალაროს გახსნა ვერ მოახერხეს და აპარატი მთლიანად წაიღეს.

გატეხეს მაღაზია დილით 6 საათზე, წაღებულია სეიფი... შუშის გატეხვის გარეშე შევიდნენ, კარი იყო გაღებული, - ამბობს მაღაზიის ერთ-ერთი თანამშრომელი.

ტექნიკის მაღაზია გატეხეს ზუგდიდიც. წაღებულია ათობით ძვირადღირებული ნივთი. ქურდებმა მაღაზიის ვიტრაჟის მინა გატეხეს, საიდანაც მაღაზიაში შეაღწიეს.

50 ათასის ტელეფონები იყო ჩალაგებული და არც ერთი არ არის, ყველა წაღებულია. საწყობში ჯერ არ შევსულვართ. კომენდანტის საათის დროს, არ ვიცი, ვინ დადის საშვის გარეშე. მთავრობა დადის  მარტო და ე.ი. ეცოდინებათ, ვინ გააკეთა და კეთილს ინებებენ და მოძებნიან, - ამბობს მაღაზიის ერთ-ერთი მეპატრონე.

ზუგდიდსა და თბილისშიც შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ამოღებულია ვიდეო კამერების ჩანაწერებიც.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი