ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 419 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 307 ადამიანი გამოჯანრთელდა, ხოლო 6 გარდაიცვალა.
Stopcov.ge-ს მონაცემებით:
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 419 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 203 შემთხვევა, აჭარა - 26, იმერეთი - 64, ქვემო ქართლი - 27, შიდა ქართლი - 22, გურია - 16, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 18, კახეთი - 9, მცხეთა-მთიანეთი - 13, სამცხე-ჯავახეთი - 4, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 17.
კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს გამოვლინდა.
ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 126 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა 101 მილიონზე მეტი ადამიანი და გარდაიცვალა 2,7 მილიონზე მეტი.