
ყვარლის მუნიციპალიტეტი შესაძლოა, ჩაიკეტოს. კახეთში COVID 19-ით ინფიცირების პირველი შემთხვევის დადასტურების შემდეგ კონტაქტების მოძიება მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტის ჩაკეტვის ან ზომების კიდევ უფრო გამკაცრების შესახებ გადაწყვეტილება დღის ბოლოს სწრაფი ტესტირების პასუხების შემდეგ გახდება ცნობილი.
კახეთში ინფიცირებული 50 წლამდე ასაკის ექიმი თბილისში, ბოჭორიშვილის კლინიკაშია გადაყვანილი. კახეთის გუბერნატორის ინფორმაციით, ვირუსზე ექიმების გამოკვლევის შემდეგ, ერთ-ერთ მათგანს დღეს დაუდასტურდა.
დაინფიცირებული ქალბატონი "ევექსის" ექიმია. მოძიებულია ოჯახის წევრების კონქაქტებიც. დაახლოებით, ერთ საათში უკვე დავიწყებთ მოძიებული კონტაქტების სწრაფი ტესტებით გამოკვლევას, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
კახეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დღეს დადასტურდა. საქართველოში COVID 19-ს უკვე ორ თვეზე მეტია, ებრძვიან. პირველი დადასტურებული შემთხვევა 26 თებერვალს გამოვლინდა.