პრევენცია წარმოუდგენელია, ჩიხშია შესული უკვე სიტუაცია - სეისმოლოგები ბაგების მეწყერზე

გამოქვეყნდა:

"პრევენცია უკვე წარმოუდგენელია, მანდაც ჩიხშია შესული უკვე სიტუაცია", - ასე აფასებს სეისმოლოგი ლაშა სუხიშვილი, ბაგები-წყნეთის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე ჩამოწოლილ მეწყერს. 

მისი თქმით, ეს თბილისის არასწორი განაშენიანების შედეგია.

"გეოლოგიური აგებულება ხელისშემწყობია მეწყრისთვის და კიდევ ბევრი ადგილი გააქტიურდება დროთა განმავლობაში. როდესაც ასეთი არასწორი ფორმითაა წასული განაშენიანება რა თქმა უნდა საფრთხეები არის, ეს არ ნიშნავს, რომ ხვალვე გააქტიურდება თუმცა აუცილებლად იჩენს თავს. პრევენცია უკვე წარმოუდგენელია მანდაც ჩიხშია შესული უკვე სიტუაცია", - ამბობს ლაშა სუხიშვილი.

ბაგები-წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე მეწყერი გუშინ ჩამოწვა, რის გამოც ერთი ღამით შეიზღუდა ავტომობილების გადაადგილება.

ამ დროისთვის ბაგები-წყნეთის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე მოძრაობა აღდგენილია. მერიამ მეწყრულ ზონაში სპეციალური ჯებირი მოაწყო. მათი განცხადებით სამუშაობის განახლება იგეგმება, თუმცა როდის უცნობია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი