გორის სამხედრო ჰოსპიტალის ინფიცირებული მედდის კლასტერი ფართოვდება

გამოქვეყნდა:

გორის სამხედრო ჰოსპიტალის ინფიცირებული მედდის კლასტერი ფართოვდება. მუნიციპალიტეტში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა გამოვლინდა.

COVID-19 ინფიცირებულ მედდასთან კონტაქტში მყოფ პირს დაუდასტურდა. იზრდება იმ სოფლების ჩამონათვალიც, სადაც ვირუსის შემთხვევებია გამოვლენილი.

ინფიცირებული პირი სოფელ ხულევის მცხოვრებია. გუბერნატორის თქმით, გორის მუნიციპალიტეტში, ამ დროისთვის, თვითიზოლაციაში 80 ადამიანია გადაყვანილი.

გორის სამხედრო ჰოსპიტალის მედდასთან კონტაქტში მყოფი ხუთი პაციენტია ინფიცირებული. შიდა ქართლში ამ დროისთვის ახალი კორონავირუსის რვა დადასტურებული შემთხვევაა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი