სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტში გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის ქმარს, მანუჩარ კობახიძეს კითხავენ.
დაკითხვამდე ჟურნალისტებთან ოჯახის ადვოკატებმა გააკეთეს კომენტარი და გამოძიება დოკუმენტაციის დამალვაში დაადანაშაულეს. როგორც უფლებადამცველები ამბობენ, სამართალდამცველებმა კლინიკა "იმედიდან" ყველა საჭირო დოკუმენტაცია ამოიღეს, ეს მათ კლინიკის ადმინისტრაციამაც დაუდასტურა, თუმცა მათთვის სრულად არ გადაუციათ:
ჩვენ პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ მოგვატყუეს, გვითხრეს, რომ მხოლოდ ის დოკუმენტები ჰქონდათ, რაც გადმოგვცეს- ამბობს ადვოკატი ვახო ბარამაშვილი.
ადვოკატი ჯანდაცვის მინისტრის დღევანდელ განცხადებასაც გამოეხმაურა, რომელიც ტიკარაძემ გარდაცვლილი ექთნის ექსპერტიზასთან დაკავშირებით გააკეთა და თქვა, რომ წესით ტიკარაძეს წინასწარ არ უნდა ჰქონდეს წვდომა ექპერტიზის დასკვნაზე:
ორივე დოკუმენტი უნდა იყოს ცნობილი, როგორც გამოძიებისთვის, ასევე ჩვენთვის, თუცა აღმოჩნდა ცნობილი ქალბატონი ტიკარაძისთვის, რადგან აკეთებს ასეთ განცხადებას ვვარაუდობ, რომ ამის საფუძველი აქვს, თუმცა ქალბატონ ეკას არ უნდა ჰქონდეს ამ დოკუმენტებზე წვდომა, მითუმეტეს მაშინ, როცა ჩვენ არ ვიცით, ოჯახს ამყოფებენ ინფორმაციულ ვაკუუმში და თავად ფლობენ ინფორმაცის ექსპერტიზის შესახებ - ამბობს ბარამაშვილი.