მუშა, რომელიც ჭავჭავაძის გამზირზე, მშენებლობიდან გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა, ომეხი ფიფიაა. ის თბილისში წალენჯიხიდან სამუშაოდ იყო ჩამოსული. მუშა მე-40 სართულის სიმაღლიდან შახტში ჩავარდა.
შემთხვევა თბილისში, ვაკეში გუშინ მოხდა. შსს-მ გამოძიება დაიწყო.