"6 თვეა ხელფასი არ აგვიღია" - ექიმების პროტესტი

გამოქვეყნდა:

ექიმები კლინიკა "მედ ჯორჯიას" ადმინისტრაციისგან კუთვნილ ხელფასს ითხოვენ. მედიკოსები ამბობენ, რომ უკვე 6 თვეზე მეტია კუთვნილი ანაზღაურება არ მიუღიათ. ექიმებმა საავადმყოფოსთან საპროტესტო აქცია გამართეს.

"ჩვენ, იანვრიდან მოყოლებული, ექვსი თვეა ხელფასი არ აგვიღია. გვეუბნებიან, რომ ყადაღა აქვს დადებული კლინიკას, მაგრამ ჩვენ რა ვქნათ, COVID-ზე ვიმუშავეთ და არანაირი შეღავათი არ გვქონია", - ამბობს კლინიკის ერთ-ერთი ექიმი.

კლინიკის ადმინისტრაცია, ექიმებისთვის ჯერჯერობით არ უპასუხია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი