„ფაიზერით“ აცრის რიგში 9000 ადამიანია - ამირან გამყრელიძე

გამოქვეყნდა:

დღევანდელი მონაცემებით, „ფაიზერით“ აცრის რიგში 9000 ადამიანია - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე საუბრობს. 

9000-დან 20 % სამედიცინო პერსონალი, დანარჩენი კი - 65 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქე. მისივე ინფორმაციით, ვაქცინაციის ჩასატარებლად მოლოდინის რეჟიმში ჯამში 11 273 ადამიანი იმყოფება. 

„მოლოდინის რიგში მომავალი 2 კვირის განმავლობაში არის 11 273 ადამიანი, ვინც არის დარეგისტრირებული ერთიან პორტალზე. „ფაიზერი“ საკმარისი იქნება 14 ათასი ადამიანისთვის. დღევანდელი მონაცემებით, დაახლოებით, 2000-მდე ადამიანი არის რიგში „ასტრაზენეკაზე“ და 9000 ადამიანი არის რიგში „ფაიზერზე“, რომლით ვაქცინაციაც სამშაბათიდან დაიწყება,“ - განაცხადა გამყრელიძემ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი