ქალთა N5 პენიტენციურ დაწესებულებაში 2 ბრალდებულს კორონავირუსი დაუდასტურდა. პენიტენციური დაწესებულების ინფორმაციით, მათ ინფიცირებულ ექთანთან ჰქონდათ კონტაქტი.
ინფიცირებული პირების მდგომარეობა სტაბილურია. ისინი მედპერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან და შესაბამის სამედიცინო მომსახურებას იღებენ სამოქალაქო სექტორის კლინიკაში,- აღნიშნულია უწყების განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, ინფიცირებული პირების კონტაქტებს PCR ტესტები ჩაუტარდათ და ყველა პასუხი უარყოფითია.