გამოძიება საქმის მასალებს არ გვაწვდის - მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატი

გამოქვეყნდა:

AstraZeneca-ს ვაქცინაციის შემდეგ გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატს საგამოძიებო უწყება საქმის მასალებს არ აძლევს. ვახო ბარამაშვილის ინფორმაციით, უწყებაში უთხრეს, რომ ოჯახს და ადვოკატს მოთხოვნილი ინფორმაცია მხოლოდ ორშაბათს გადაეცემა. მაშინ, როცა გასაჯაროვდება დასკვნა და საჯაროდ გაიგებენ ინფორმაციას, თუ რა გახდა მეგი ბაქრაძის გარდაცვალების მიზეზი.

გამოძიების კითხვების უმეტესობა საერთოდ არ უკავშირდება მეგი ბაქრაძის გარდაცვალების შემთხვევის გამოძიებას. გამოძიების ოფიციალური პოზიციით, ისინი გვაწვდიან ინფორმაციას, თუმცა ეს სიმართლეს არ შეესაბამება. გამოძიებასთან საუბრისას იდენტიფიცირდა ბევრი მტკიცებულება, რომელიც უკვე დიდი ხნის განმავლობაში არსებობს და მათ ჩვენთვის არ გადმოუციათ. გამოკითხულია თითქმის ყველა მოწმე, ვინც გამოძიებას რელევანტურად მიაჩნია. საქმის მასალებს არ გვაწვდიან, ეს პოზიცია შეცვალეს, გაცნობის უფლებასაც აღარ გვაძლევენ, გვითხრეს რომ მასალებს მხოლოდ და მხოლოდ ორშაბათს მოგვცემენ, - ამბობს ადვოკატი ვახო ბარამაშვილი. 

ამავე თემაზე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი