​ვინ არის "ირინოლა"? - შურისძიება ოპონენტებზე ერთი ქალის გამოყენებით

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" პოლიტიკური შურისძიება აგენტ - პროვოკატორის გამოყენებით. "რადიო თვისუფლება" აქვეყნებს ჟურნალისტურ გამოძიებას, რომლის მთავარი გმირი ძალოვანი უწყების აგენტია, ფსევდონიმით "ირინოლა".

ამ ადამიანის კვალზე გამომძიებელი ჟურნალისტები 10-ზე მეტი სისხლის სამართლის საქმის შესწავლამ გაიყვანა და ამ საქმეებში მთავარი მონაწილე სწორედ ირინოლა იყო.

ირკვევა, რომ ამ ქალს ძალოვანი უწყებები არასასურველი პოლიტიკური შეხედულებების სახელმწიფო მოხელეების წინააღმდეგ იყენებდნენ.

სწორედ ოპოზიციურად განწყობილი მამაკაცი ჩინოვნიკები, ვისაც ოცნება პოსტებიდან ვერ უშვებდა, ირინოლას პროვოკაციის მსხვერპლი ხდებოდნენ, რასაც მათი კარიერის გარდა, თავისუფლება და ოჯახებიც ეწირებოდა.

თამარ ჭანიშვილზე იგივე ირინოლაზე მომზადებულ სტატიაში ნათქვამია, რომ ამ დროისათვის პროკურატურაში ასეულობით საქმეა სადაც მთავარი მოწმე სწორედ ისაა.

სტატიაში მოყვანილია კონკრეტული საქმეები რომლებშიც მთავარი მოწმის მოქმედებები ერთმანეთის მსგავსია. 

საქმე ნომერი ერთი:

აკაკი ბერიანიძის ბრალდება - თამარ ჭანიშვილი მის ცხოვრებაში 2013 წლის შემოდგომაზე გამოჩნდა. ის იმ დროს კასპის საკრებულოში მუშაობდა, პარალელურად კი უკვე ოპოზიციაში გადასული ენმ-ს რაიონული ხელმძღვანელი იყო. 

ბერიანიძის თქმით, თავიდანვე ხვდებოდა რომ ჭანიშვილი მის ცხოვრებაში კონკრეტული დავალებით გამოჩნდა.

საქმე ნომერი ორი:

მოწმე რომლის ვინაობას მისი სურვილის გამო არ ვასახელებთ გვიყვება რომ თამარ ჭანიშვილი მას თურქი ბიზნესმენის მენეჯერად გაეცნო და უთხრა რომ მისი კლიენტი ერთ-ერთი სახელმწიფო მიწით იყო დაინტერესებული, სადაც საინვესტიციო პროექტის განხორციელება სურდა. მოწმე ამბობს რომ პროექტის შეთანხმება მის კომპეტენციას აღემატებოდა, რადგან საჭირო ნებართვებს სხვადასხვა სამსახურები გასცემდნენ. პროცედურები დროში იწელებოდა რაც ჭანიშვილს არ მოწონდა. 

მოწმე ამბობს რომ ფულის შეთავაზებაზე უარის მიღების შემდეგ ჭანიშვილმა მას სხვა გამოსავალი შესთავაზა. უთხრა რომ თურქ ბიზნესმენს ფულს მაინც გამოართმევდა და თავად მოიხმარდა. დაინიშნა შეხვედრა. 

მოწმის ინფორმაციით, მისი ამ ფორმით დაკავება კონკრეტული პირების შურისძიება იყო. რადგან ის არ დათანხმდა მოთხოვნას სამსახურიდან წასვლის შესახებ. 

საქმე ნომერი სამი:

ენმ-სთან დაკავშირებულ პირს ეხება. მურმან ჩიქოვანი წლების განმავლობაში სამეგრელოში, ერთ-ერთი რაიონის გამგებლის მოადგილე იყო. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ სამსახურიდან გაათავისუფლეს, თუმცა შემდეგ მცირე ხნით თბილისში იყო დასაქმებული. თამარ ჭანიშვილი მასაც სოციალური ქსელით გაეცნო. დაუმეგობრდა და შემდეგ მეგობრისთვის სასაფლაოს მიწის ყიდვაში დახმარება სთხოვა. 

დაკავების რეალური მიზეზი მურმან ჩიქოვანმა დროებითი მოთავსების იზოლატორში გაიგო, როცა მის მოსანახულებლად ერთ -ერთი მაღალჩინოსანი შევიდა.

თამარ ჭანიშვილმა სატელეფონო საუბრისას არც ერთ ბრალდებულთან ნაცნობობა არ დაადასტურა, თუმცა უარყოფის მიუხედავად ის ყველა რესპონდენტის საქმეზე დაკითხულია მათ შორის სასამართლოში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი