
სენაკში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას ერთ-ერთი დაშავებული, 70 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა. ინფორმაციას მისი ახლობელი ადასტურებს.
"მთავარის" ვებგვერდისთვის ცნობილი ხდება, რომ კიდევ ერთი დაშავებული, რომლის მდგომარეობაც მძიმეა, ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას ნეიროქირურგიული ჩარევა სჭრდება. დანარჩენი სამი დაშავებული კი სენაკის საავადმყოფოში რჩება - მათი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევა სენაკში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, დღეს მოხდა. ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა, რა დროსაც ხუთი ადამიანი დაშავდა. შსს-მ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.
ამავე თემაზე:
ავტორი: ემა გოგოხია