ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 490 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 219 ადამიანი გამოჯანრთელდა, ხოლო 8 გარდაიცვალა.
Stopcov.ge-ს მონაცემებით:
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 490 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 256 შემთხვევა, აჭარა - 36, იმერეთი - 69, ქვემო ქართლი - 22, შიდა ქართლი - 26, გურია - 6, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 41, კახეთი - 20, მცხეთა-მთიანეთი - 7, სამცხე-ჯავახეთი - 0, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 7.
კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს გამოვლინდა.
ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 126 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა 101 მილიონზე მეტი ადამიანი და გარდაიცვალა 2,7 მილიონზე მეტი.