გრძელი რიგები და დარღვეული რეგულაციები - რა ხდება შსს-ს მომსახურების სააგენტოსთან

გამოქვეყნდა:

გრძელი რიგები რუსთავის მომსახურების სააგენტოსთან და დარღვეული რეგულაციები. მოქალაქეებს, რომლებსაც ავტომობილზე სანომრე ნიშნის შეცვლა სურთ რიგში დგომა საათობით უწევთ. თუმცა პანდეემიის მიუხედავად, შენობასთან დისტანციას არავინ აკონტროლებს. 

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ მენეჯმენტის არარსებობა, ადგილზე კორონავირუსის გავრცელების საფრთხეს ქმნის, თუმცა მისივე თქმით, ხელისუფლებას ხალხის მდგომარეობა არ აინტერესებს.

"რაც ახლა აქ მომსახურების სააგენტოსი ხდება, არის მოქალაქეების დაცინვა. რამდენიმე ათეულ ადამიანს უწევს გარეთ ყოფნა წვიმასა და ქარში. ნაცვლად იმისა, რომ ყველა ოპერატორი ამუშაონ, ნაცვლად იმისა, რომ სერვის ცენტრები დაამატონ, ადამიანებს მომსახურებას ვერ უწევენ და ვერ ამეჯმენტებენ.

ხალხი, რომელიც ამ რიგებს აწყობს, მოქალაქეებს ასე ექცევა, ეს ადამიანები 9 საათზე მოგვწიდებენ, რომ სახლში გავჩერდეთ, მანქანაში კორონა გადაგედებათო.

სამწუხაროდ, ხელისუფლებას ფეხებზე კიდია თავისი მოქალაქეები, მთავარია ჯიბეში ხელი ჩაუყოს და ფული გადაახდევინოს",- თქვა ხაბეიშვილმა.

მოქალაქეები ამბობენ, რომ ისინი სანომრე ნიშნის შესაცვლელად რიგში დილიდან დგანან. მათ ნომრების შეცვლაზე ვადა მარტის ბოლომდე აქვთ, რადგან პირველი აპრილიდან ძველი სანომრე ნიშნებით მოძრაობის შემთხვევაში დაჯარიმდებიან.

ავტორი: ლევან ჯავახიშვილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი