ჩინური ვაქცინა ჯანმო-ს ავტორიზაციის გარეშე - ხელისუფლება აპრილში Sinopharm-ის 100 000-მდე დოზას ელოდება

გამოქვეყნდა:

ვაქცინა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციის გარეშე - ხელისუფლება Sinopharm-ის 100 000-მდე დოზას ელოდება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, ჩინური ვაქცინა საქართველოში აპრილში შემოვა. 

გამყრელიძე განმარტავს, რომ "სინოფარმის" ვაქცინას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის არა, მაგრამ "ერთ-ერთი მკაცრი მარეგულირებლის ავტორიზაცია აქვს".

კონტრაქტია დადებული ერთ-ერთ ცნობილ ჩინურ მწარმოებელ კომპანია Sinopharm-თან, რომლითაც ათეულობით მილიონი ადამიანია აცრილი ჩინეთში, ემირატებში, სერბეთში, უნგრეთსა და ბევრ სხვა ქვეყანაში. აპრილში სინოფარმის დაახლოებით 100 000 დოზა შემოვა საქართველოში. ის ელოდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციას, მაგრამ მას აქვს ერთ-ერთი მკაცრი მარეგულირებლის ავტორიზაცია, - თქვა გამყრელიძემ საზოგადოებრივ მაუწყებელთან. 

ცნობისთვის, Pfizer-ის ვაქცინის 29 250 დოზა საქართველოში 25 მარტს შემოვიდა. მანამდე კი 13 მარტს, ქვეყანამ AstraZeneca-ს ვაქცინის 43 200 დოზა მიიღო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი