ინსტრუქცია მათთვის, ვინც ვაქცინის პირველი დოზა გაიკეთა

გამოქვეყნდა:

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ინსტრუქციას აქვეყნებს მათთვის, ვინც კოვიდ ვაქცინის პირველი დოზა გაიკეთა. 

მათთვის, ვინც გაიკეთა COVID-19 ვაქცინის პირველი დოზა, კვლავ მნიშვნელოვანია:

  • · ატაროთ პირბადე ღია და დახურულ სივრცეებში
  • · დაიცვათ სულ მცირე 1 მეტრი დისტანცია
  • · თავი აარიდოთ ხალხმრავალ შეკრებებს
  • · მოგზაურობისას გაითვალისწინოთ დაწესებული შეზღუდვები
  • · სიმპტომების შემთხვევაში გაიკეთოთ COVID-19 ტესტირება

საქართველოში ორი სახის ვაქცინაა ხელმისაწვდომი- ოქსფორდ-ასტრაზენეკა (43200 ერთეული) და პფაიზერ-ბიონტექი (29250 ერთეული).

ჯანდაცის მუშაკებთან ერთად უკვე 65 წლის და უფროსი პირებიც იცრებიან.

ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია booking.moh.gov.ge-ზე მიმდინარეობს

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი