ტრანსგენდერ ქალს კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა სასტიკად სცემეს. კომენდანტის საათის დროს, აფთიაქში წამლის საყიდლად წასულ სესილი ცომაიას, დაზიანებები სხეულის სხვადასხვა არეში, სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა, კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა მიაყენეს. როგორც დაშავებული ამბობს, სამართალდამცავლებმა მხოლოდ იმიტომ სცემეს, რომ ტრანსგენდერია.
ტრანსგენდერი ქალი იხსენებს, რომ სამმა პოლიციელმა ქუჩაში გააჩერა, შემდეგ კი, ძალადობა დაიწყეს და დამატებით ცხრა ეკიპაჟი გამოჩნდა, დაახლოებით 20-25 ადამიანი. მისი თქმით, განსაკუთრებული სისასტიკით მათი უფროსი გამოირჩეოდა.
მას შემდეგ, რაც ტკივილის მოთმენა ვეღარ შეძლო, ტრანსგენდერმა ვენები გადაიჭრა. რის შემდეგაც, მას ხელბორკილები გაუკეთეს. ადგილზე მივიდა სასწრაფო დახმარების მანქანაც.
სამი ტრანსგენდერი ქალიდან ერთ-ერთი ცემას მხოლოდ იმ მიზეზით გადაურჩა, რომ პოლიციელებს მოატყუა, რომ ორსულად იყო. სამართალდამცავებმა მას მხოლოდ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ურჩიეს, პრობლემების თავიდან ასაცილებლად, ტრანსგენდერებთან აღარ ემეგობრა.
მომხდარზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა უფლებამოსილების შესაძლო, ძალადობით გადამეტების ფაქტზე დაიწყო გამოძიება. თუმცა, როგორც ტრანსგენდერი ქალები ამბობენ, მათ მიმართ ძალადობის საქმეები ყოველთვის გამოუძიებელი რჩება.